+995322 42 42 42

Credo Partner

მობილური აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, დისტანციურად და მარტივად გამოიმუშავოთ დამატებითი შემოსავალი. იცნობთ ადამიანს, ვისაც სურს სესხის აღება და არ არის კრედო ბანკის მომხმარებელი? აპლიკაციის საშუალებით დაეხმარე განაცხადის შევსებაში, გადააგზავნე მოთხოვნა ბანკში და დამტკიცების შემთხვევაში მიიღე შენი სარგებელი

როგორ გამოვიყენო აპლიკაცია?

პროდუქტები

სამომხმარებლო სესხი
100 000 ლარამდე სამომხმარებლო სესხი 10 წლამდე ვადითა და 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით. სესხით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი სახის შემოსავლის მქონე სრულწლოვან პირს
ნახე სრულად
სწრაფი სესხი ონლაინ
სწრაფი სესხი ონლაინ ნებისმიერი სახის შემოსავლის მქონე პირთათვის. 10 000 ლარამდე თანხა, 48 თვემდე ვადით - მათთვის ვინც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული; სხვა ნებისმიერი შემოსავლის შემთხვევაში - შესაძლებელია 4 000 ლარამდე თანხის მიღება 24 თვემდე ვადით
ნახე სრულად
სტუდენტური სესხი
სტუდენტური სესხი განკუთვნილია მათთვის, ვინც უმაღლესი დონის განათლების მიღებით არის დაინტერესებული - კერძო სკოლა, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა თუ პროფესიული კურსები. 20 000 ლარამდე თანხის მიღება შესაძლებელია 96 თვემდე ვადით
ნახე სრულად

ხშირად დასმული კითხვები

1
რა არის Credo Partner?

კრედო პარტნიორი არის მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის გამომუშავება.

3
როგორ მუშაობს და რა სარგებლის მოტანა შეუძლია კრედო პარტნიორს?

მომხარებელი, ჩამოტვირთავს აპლიკაციას და გაივლის უმარტივეს რეგისტრაციას, რომლის შემდეგაც მას შეუძლია შეავსოს სესხის განაცხადი სხვა მომხმარებლებისთვის ულიმიტო რაოდენობით და ყოველ დამტკიცებულ და გაცემულ სესხზე მიიღოს სარგებელი – 10 ლარი.

5
როგორ შეუძლია პარტნიორს გამომუშავებული ფულის განაღდება?

თავდაპირველად მომხმარებელი უნდა გამოცხადდეს კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, რათა მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას. (ფილიალში მისვლა საჭიროა ერთჯერადად) ამის შემდგომ პარტნიორს რეგულარულად ჩაერიცხება გამომუშავებული თანხა კრედო ბანკის ანგარიშზე, რომელსაც თავად მიუთითებს აპლიკაციაში. თანხის განკარგვას კი სურვილისამებრ შეძლებს.

7
რა არის და რა ვადაში შევძლებ სტანდარტული ბონუსის აღებას?

სტანდარტული ბონუსი არის 10 ლარი (დარიცხული) ყოველ დამტკიცებულ და გაცემულ სესხზე, რომელიც ყოველი თვის 15 რიცხვამდე ჩაერიცხება პარტნიორს კრედო ბანკის პირად ანგარიშზე.

9
მაქვს თუ არა პასუხისმგებლობა დამტკიცებული სესხის გადახდაზე?

პარტნიორს არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს დამტკიცებული სესხის გადახდასთნ დაკავშირებით. პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც დაუმტკიცდება და ისარგებლებს სესხით კრედო ბანკში.

11
სავალდებულოა კრედო ბანკში ანგარიშის გახსნა გამომუშავებული ბონუსის ასაღებად?

დიახ, გამომუშავებული თანხის მისაღებად საჭიროა :

  • გქონდეთ ანგარიში კრედო ბანკში (არ ქონის შემთხვევაში გახსნათ ანგარიში), რაზეც დაგერიცხებათ თანხა.
  • ერთჯერადად მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებას ნებისმიერ კრედო ბანკის სერვისცენტრში
13
საკუთარი საჭიროებისთვის გაკეთებულ განაცხადზეც მერიცხება ბონუსი?

დიახ, თქვენ დაგერიცხებათ ბონუსი საკუთარი თავისთვის შევსებულ, დამტკიცებულ და გატანილ სესხებზე.

2
ვინ არის კრედო პარტნიორი?

კრედო პარტნიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც  თავისი საქმიანობის ფარგლებში, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ ახორციელებს შემდეგ საქმიანობას : მომხმარებლებს სთავაზობს კრედო ბანკის საკრედიტო პროდუქტებს, აპლიკაცია CREDO PARTNER-ის საშუალებით კი აფიქსირებს მათ მოთხოვნას სპეციალურ პლატფორმაზე.

კრედო ბანკთან დაკავშირებული თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, თქვენი პოზიცია მოიაზრება როგორც საკრედიტო შუამავალი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ უკლებლივ ყველა მომხმარებელს, რომელსაც გაუწევთ ზემოაღნიშნულ მომსახურებას, აცნობოთ, რომ ხართ კრედო ბანკის საკრედიტო შუამავალი. ასევე მნიშვნელოვანია, აპლიკაციაში არსებული ტექსტუტი კომენტარის ველში მიუთითოთ, თქვენი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რათა მოხდეს თქვენ მიერ შევსებული განაცხადების იდენთიფიცირება.

4
რა ვადაში შემიძლია ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა?

ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შეგიძლიათ თვის ბოლომდე. (მაგალითად თუ გამოიმუშავეთ თანხა 14 იანვარს, საჭიროა, რომ ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას 31 იანვრამდე)

6
თუ ვერ მოვახერხე ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად სერვისცენტრში ვიზიტი, უქმდება თუ არა ბონუსი?

დიახ, თუ ვერ მოახერხეთ თვის ბოლომდე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ასეთ შემთხვევაში თქვენი გამომუშავებული ბონუსი უქმდება.

8
ხელშეკრულების გაფორმებით ვითვლები თუ არა კრედო ბანკის თანამშრომლად?

არა, ხელშეკრულების გაფორმებით თქვენ არ ითვლებით კრედო ბანკის თნამშრომლად.

10
საკუთარი საჭიროებისთვის გაკეთებულ განაცხადზეც მერიცხება ბონუსი?

დიახ, თქვენ დაგერიცხებათ ბონუსი საკუთარი თავისთვის შევსებულ, დამტკიცებულ და გატანილ სესხებზე.

12
რა არის და რა ვადაში შევძლებ სტანდარტული ბონუსის აღებას?

სტანდარტული ბონუსი არის 10 ლარი (დარიცხული) ყოველ დამტკიცებულ და გაცემულ სესხზე (როდესაც სესხი გაიცემა კრედო ბანკის ახალი მომხმარებლებზე) ყოველი თვის 15 რიცხვამდე  კრედო პარტნიორს  კრედო ბანკის პირად ანგარიშზე ჩაერიცხება გამომუშავებული თანხა.