Credo Partner – მობილური აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, მარტივად გამოიმუშავოთ დამატებითი შემოსავალი.

იცნობთ ადამიანს, ვისაც სურს სესხის მიღება და ჯერ არ არის კრედო ბანკის მომხმარებელი? დაეხმარეთ მას განაცხადის შევსებაში, გადააგზავნეთ მოთხოვნა ბანკში Credo Partner-აპლიკაციის საშუალებით და დამტკიცების შემთხვევაში მიიღეთ ბონუსი – 1 დამტკიცებულ განაცხადზე 10 ლარის ოდენობით!

 

აქციის ფარგლებში – 30 ივნისამდე მიიღე გაორმაგებული ბონუსი – 1 დამტკიცებულ განაცხადზე 20 ₾ – 10 ₾-ის ნაცვლად!

 

მნიშვნელობა არ აქვს დღის, რომელ მონაკვეთში, როგორ გარემოში იმუშავებთ და რა დროს დაუთმობთ საქმეს. სამუშაოდ მხოლოდ ინტერნეტი და მობილური ტელეფონი გჭირდებათ.
კრედო ბანკი კი განიხილავს თქვენს ნებისმიერ განაცხადს, რომელიც მოთხოვნილი იქნება ნებისმიერი მიზნობრიობით, მიუხედავად იმისა კანდიდატს კარგი საკრედიტო ისტორია აქვს თუ წარსულში ვალდებულების გადაუხდელობის ან წარუმატებელი თავდებობის გამო ფინანსური ორგანიზაციები თავს იკავებენ მისი დაფინანსებისგან. ამასთან, მსურველი შემოსავალს სრულად ან ნაწილობრივ ხელზე იღებს თუ ბანკში ერიცხება.

 

თუ ჯერ არ ხართ Credo Partner, გადმოწერეთ აპლიკაცია IOS/Android!

გაეცანით აპლიკაციის გამოყენების პირობებს და გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ეწვიეთ კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა, მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას და გახსენით ანგარიში გამომუშავებული ბონუსის მისაღებად.
დამტკიცებული განაცხადის სტატუსს – თავად იხილავთ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადის ველში, გამომუშავებული ბონუსი კი პირად ანგარიშზე დაგერიცხებათ ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

 

საკუთარი ფინანსების მარტივად სამართავად ისარგებლეთ კრედო ბანკის ინტერნეტ & მობაილ ბანკით www.mycredo.ge

 

Mycredo გაძლევთ შესაძლებლობას საბანკო პროდუქტები და ოპერაციები მოიხმაროთ სრულიად ონლაინ, სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე, კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად. თქვენ აქვე შეძლებთ შეუკვეთოთ Mastercard ბარათი უფასოდ, რომელიც სასურველ მისამართზე, უსასყიდლოდ მოგეწოდებათ. ისარგებლებთ სპეციალური ტარიფებით, საკომისიოს გარეშე გადაიხდით კომუნალურ გადასახადებს და მიიღებთ სპეციალურად, თქვენთვის შექმნილ შეთავაზებებს კრედო ბანკისგან.

 

შეუერთდით კრედო პარტნიორების Facebook ჯგუფს.

გაეცანით თქვენთვის მუდმივად განახლებად სპეციალურ აქციებსა და სიახლეებს!

Credopartner.ge