ჩვენ საუკუნეში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია. უამრავ პროდუქტს ვხვდებით სხვადასხვა სავაჭრო ნიშნის ქვეშ გაერთიანებულს, თუმცა ერთი და იმავე მახასიათებლით. ალბათ დამეთანხმებით, რომ მზგავს სიტუაციაში რთულია შენ იყო გამორჩეული.

მძაფრი კონკურენციის პირობებში აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ბაზარზე მოთხოვნა ინოვაციურ პროდუქტზე და საერთოდ ასეთ მიდგომებზე განსაკუთრებით გაზრდილია.

შეიძლება გიფიქრია „რა შეიძლება შევქნმა ახალი ან რა გავაუმჯობესო არსებულ  პროდუქტში“ პასუხის გაცემა მარტივი არ არის, თუმცა დაკვირვების, კვლევის და სწორი ანალიზის შედეგად თქვენ ნამდვილად შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.

წიგნს, რომელსაც დღეს გიზიარებთ, მსოფლიოს მრავალმა ორგანიზაციამ და საწარმომ აიტაცა. ის ეჭქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც აქამდე იცოდით წარმატებული სტრატეგიის შესახებ. წიგნში მოცემულია რჩევები, თუ როგორ შევქმნათ მეტოქეობისგან თავისუფალი საბაზრო სივრცე და გავხადოთ „კონკურენცია“ არააქტუალური.

 

გაეცანით ლურჯი ოკეანის სტრატეგიას, სადაც მნიშვნელოვანია არა კონკურენტების ქცევა, არამედ, თქვენი დაკვირვება, აღმოჩენები და ინდივიდუალური კვლევები.