იმისთვის, რომ მივხვდეთ, როგორ მივაღწიოთ წარმატებას, ჯერ კარგად უნდა გავიაზროთ რა არის წარმატება ჩვენთვის!
დღეს, ადამიანები ძალიან ბევრს საუბრობენ წარმატებაზე და წარმატებულობაზე, თუმცა მზა რეცეპტები არსად მოიპოვება. ალბათ, ბევრი ადამიანის ბიოგრაფიას გაცნობიხართ, მოგისმენიათ მათი ინტერვიუები, ისინი ყოველთვის ყვებიან პირად ამბავს წარმატებაზე, ყველა მათგანი კი ინდივიდუალურია.
წარმატების ფორმულა, რომელსაც სხვისგან ავიღებთ და პირად ინტერესზე მოვირგებთ არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია შექმნა საკუთარი წარმატების ფორმულა.

 

და მაინც, რა უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად?

  • იპოვე შენი საქმე, რასაც სიამოვნებით გააკეთებ
  • იპოვე ამ სფეროში საუკეთესო მენტორი და არ დაზოგო დრო, ენერგია და ფინანსები მიიღო მისგან შესაბამისი, მაქსიმალური განათლება
  •  არ დაგავიწყდეს ფიზიკური აქტივობა
  •  დაწერე გრძელვადიანი მიზანი, თუ სად გინდა იყო 10 წლის შემდეგ
  •  ნუ შეშინდები, მზად იყავი სირთულეების გადასალახად
  •  დაიჯერე საკუთარი თავის და იყავი იმ ადამიანების გარემოცვაში, რომელთაც ასევე სწამს და სჯერა შენი
  •  ყოველდღიურად იმუშავე და გადადგი ნაბიჯები შენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე

 

შენ აუცილებლად გახდები ის ადამიანი, რომელიც მოახერხებს შექმნას საკუთარი წარმატების ფორმულა და გაუზიარებს სხვებს თუ როგორ შეძლო მიეღწია დასახული მიზნებისთვის!