მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს გვიწყობს რაიმეს მიღწევაში. მოტივაციის გარეშე არ იქნებოდა კაცობრიობის პროგრესი. რაიმეს რომ მივაღწიოთ გამუდმებით გვჭირდება სამოქმედო ძალა – მოტივაცია.
მოტივაციის ასამაღლებლად და სამუშაოს ხარისხიანად შესასრულებლად, გიზიარებთ შემდეგ რეკომენდაციებს:
- გათავისუფლდით ხელისშემშლელი ფაქტორებისგან – შექმენით სამუშაო ატმოსფერო და შეეცადეთ მოწყდეთ ყველაფერს, რაც ხელს გიშლით სამუშაოზე კონცენტრაციის მოხდენაში.
- შეადგინეთ სამუშაო განრიგი – რაც აუცილებლად დაგეხმარებათ დროის ეფექტურად მართვისთვის.
- გააკეთეთ რეგულარული შესვენებები და გაანებივრეთ საკუთარი თავი სიურპრიზებით – საათში ერთხელ 5 წუთიანი შესვენება დაგეხმარებათ გამოცოცხლებასა და ტვინის გაჯანსაღებაში.
- აუცილებლად გაისეირნეთ უქმეებზე სუფთა ჰაერზე ახლობელ ადამიანებთან ერთად, ეს დაგეხმარებათ შემდეგი კვირა ახალი ენერგიით დაიწყოთ.
- იმოგზაურეთ – მოგზაურობა ახალი იდეების გენერირებაში დაგეხმარებათ.
- იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
- ივარჯიშეთ – ვარჯიში გამოგიკეთებთ განწყობას და მოგცემთ ძალას ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდეთ მარტივად.
გახსოვდეთ: საკუთარი თავის მოტივაციის ცოდნა – წარმატებული ადამიანის თვისებაა. ისწავლეთ, აკეთოთ ეს ზედმეტი ძალდატანების გარეშე, აქციეთ სიამოვნება ცხოვრების წესად და გახდით მეტად პროდუქტიულები.