დისტანციურად მომუშავე ადამიანების რიცხვი მუდმივად იზრდება. მიმდინარე მოვლენები ცხადად გვაჩვენებს, რომ სამუშაოების გარკვეული ნაწილი შესრულებადია ონლაინ რეჟიმში. კრედოში წარმატებულად ავუწყეთ ფეხი ახალ რეალობასა და სამუშაო სტილს, რაც საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. გადაფასებული შეხედულებებით დავიწყეთ გეგმების განსაზღვრა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაზეც ახლა ვაპირებთ გესაუბროთ, არ არის დაკავშირებული კოვიდ-19-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან და ჩანაფიქრი შემუშავებულ იქნა უფრო ადრე, ვიდრე თვალს გავუსწორებდით თანამედროვე მდგომარეობას.

მონეტას ორი მხარე აქვს და დიახ, მუშაობა სასიამოვნო პროცესია, დისტანციურად მუშაობა – ორმაგად მომგებიანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდ დროსა და ენერგიას არ მოითხოვს, ამასთანავე, თუ აბსოლუტურად თავსებადია შენი დღის წესრიგის სხვა პუნქტებთან.

თანამედროვე საზოგადოება, მათი მოთხოვნები, თანხის მარტივად გამომუშავებისა და თავსებადი გრაფიკის კონცეფცია გახდა მიზეზი, რომ შექმნილიყო აპლიკაცია „კრედო პარტნიორი“.

თუ თვლი, რომ დამატებითი შემოსავალი შენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად გააგრძელე კითხვა.

მობილური აპლიკაცია “Credo Partner“ შექმნილია მათთვის, ვისაც სურს დაეხმაროს სხვებს და ამასთან ერთად სარგებელი თვითონაც მიიღოს.

როგორ გამოიყენო აპლიკაცია?

უპირველესყოვლისა, ჩამოტვირთე აპლიკაცია “Credo Partner“.

ანდროიდისთვის: გადმოწერა

აიოსისთვის: გადმოწერა

ჩამოტვირთვის შემდგომ გაიარე რეგისტრაცია, რაც გულისხმობს პირადი მონაცემების წარმატებით შეყვანას. Voilà! გილოცავთ, კრედოს პარტნიორობას (კრედოს პარტნიორობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ ბანკის თანამშრომელი ხდები)!

აპლიკაციით სარგებლობის ვიდეო ინსტრუქცია

რა სარგებლობის მომტანია აპლიკაცია “Credo Partner“ შენთვის?

რეგისტრაციის დასრულების შემდგომ კრედოს პარტნიორს აქვს შესაძლებლობა, რომ შეავსოს განაცხადები როგორც თავისთვის, ასევე სხვა მომხმარებლებისთვის (ულიმიტო რაოდენობით). განაცხადის შევსებაში შეგიძლიათ ნებისმიერს დაეხმაროთ, თუმცა ფულადი სარგებლის მიღება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სესხის მომთხოვნი პირი არ არის კრედო ბანკის მომხმარებელი ან 12 თვეა, რაც არ უსარგებლია ბანკის არცერთი სერვისით.

შენ კი, როგორც კრედო პარტნიორი,  ყოველ დამტკიცებულ და გაცემულ სესხზე მიიღებ სარგებელს 10 ლარის ოდენობით. თუ ამ თანხას ათ ან კიდევ უფრო მეტ დამტკიცებულ სესხზე გადავამრავლებთ, მაშინ ციფრი უფრო საინტერესო ხდება.

იმისათვის, რომ დამტკიცებული სესხების რაოდენობა მეტი იყოს და შესაბამისად – გამომუშავებული თანხაც, საჭიროა, კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის შეავსო განაცხადი. ნუ დაივიწყებ, ამ მარტივ პროცესს მოჰყვება შედეგი, რომლითაც სარგებელს მოუტან როგორც სხვებს, ასევე საკუთარ თავსაც.

მრავალ კითხვას შორის, რომელიც იბადება ამ დროს, ერთ-ერთი აუცილებლად იქნება შემდეგი – ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა კრედო პარტნიორს დამტკიცებული სესხის გადახდაზე?

არა! სესხის გადახდაზე პასუხისმგებელი პირი არის მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სესხი უმტკიცდება.

მოდი გავაგრძელოთ და გავიგოთ, როგორ ხორციელდება გამომუშავებული თანხის განაღდება:

  1. გახსენი ანგარიში კრედო ბანკში
  2. კრედოს ნებისმიერ სერვის-ცენტრში ერთჯერადად მოაწერე ხელი ხელშეკრულებას შენი ბანკთან თანამშრომლობის დასამტკიცებლად (თუ ხელს არ მოაწერ იმ თვის ბოლომდე, რომელშიც თანხა გამოიმუშავე, ის გაუქმდება. მაგალითად, თუ 10 მარტს დამტკიცდა სესხი და გამოიმუშავე 10 ლარი, 31 მარტამდე უნდა მოაწერო ხელი, რათა მოახერხო თანხის აღება)
  3. ხელმოწერის შემდგომ თითოეული დამტკიცებული სესხიდან გამომუშავებული თანხა ავტომატურად ჩაგერიცხება შენს ანგარიშზე ყოველი თვის 15 რიცხვამდე

დანარჩენი ყველაფერი დისტანციურად მიმდინარეობს.

შევაჯამოთ

  • აპლიკაცია “Credo Partner“ გადმოვიწერეთ
  • გავიარეთ რეგისტრაცია
  • გავხდით კრედოს პარტნიორები
  • შევავსეთ და გადავაგზავნეთ განაცხადი
  • ვიცით, რა არის პარტნიორობის სარგებელი
  • სესხის ოფიცერი უკავშირდება სესხის აღების მსურველ პირს და აზუსტებს დეტალებს უშუალოდ მასთან
  • უკვე ისიც ვიცით, სად ჩაგვერიცხება გამომუშავებული თანხა სესხის დამტკიცების შემთხვევაში

სასიამოვნოა, შენთან პარტნიორობა! მზად ვართ, ყველა კითხვაზე გიპასუხოთ.

გამოგვყევი და მიიღე ბევრი სასარგებლო ინფორმაცია! შემდეგში კი გაიგებ, თუ როგორ უნდა შესთავაზო მომხმარებელს სესხი.