მოგესალმებით, ახლა უკვე კრედოს პარტნიორებო!

წინა სტატიაში დამატებითი შემოსავლის სიკეთეებზე მოგიყევით. ვისაუბრეთ, თუ რა სასიამოვნოა მარტივად გამომუშავებული თანხა, კრედო ბანკის პარტნიორობით კი ორმაგად მოსახერხებელი და მარტივი. სულ რამდენიმე კრიტერიუმია გასათვალისწინებელი, პირველ რიგში, იმ ადამიანების შერჩევა, რომელთაც სურთ სესხის აღება.

როგორც შევთანხმდით, იმისათვის, რომ გაგიადვილოთ თანხის გამომუშავების პროცესი, ვისაუბრებთ იმ პროცედურებზე, რომლის ცოდნაც  საჭირო და აუცილებელია პარტნიორისთვის.

დღეს გავიგებთ, როგორ შევთავაზოთ სესხი მომხმარებელს

მოდი ჩამოვყალიბდეთ სამიზნე აუდიტორიაზე. ვის უნდა შევთავაზოთ სესხი?

მათ, ვისაც არ აქვთ ინფორმაცია მსგავსი ტიპის მომსახურებაზე ან არ აქვთ რესურსი და ტექნიკური შესაძლებლობა, თავად შეავსონ განაცხადი ონლაინ და მიიღონ სასურველი თანხა.

პოტენციურ მომხმარებელს რომ ინფორმაცია სრულფასოვნად მივაწოდოთ, ჩვენც, როგორც კრედოს პარტნიორებს, პროდუქტის არსი და მიზანი ზედმიწევნით უნდა გვესმოდეს.

 

რა არის მომსახურების პლუსები ?

დისტანციურად, დროისა და ენერგიის დაზოგვით სასურველი თანხის მიღება.

ჩვენი მიზანი, ხომ, პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებაა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ხაზს გავუსვამთ მომსახურების სიმარტივეს. ნამდვილად მაცდური შემოთავაზებაა, როდესაც თქვენ მაგივრად სხვა აგვარებს ტექნიკურ ნაწილს და თავად მხოლოდ შედეგით უნდა დატკბეთ. ნუ დაგვავიწყდება, სიმარტივისა და კომფორტისკენ ყველა ადამიანი ისწრაფვის.

 

ახლა კი ეტაპობრივად მივყვეთ გზას, რომელსაც სასურველ მიზნამდე მივყავართ!

ვიცით, რომ აპლიკაცია “Credo Partner“-ის საშუალებით ვავსებთ განაცხადს, სადაც შეგვყავს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია და მსესხებლის სასურველი თანხა.

ეს დეტალები მომხმარებელმაც უნდა იცოდეს და ისიც, თუ რა ხდება მას მერე, რაც გადავაგზავნით განაცხადს.

 

ქრონოლოგიურად მივყვეთ განცხადების განხილვისა და სესხის დამტკიცების ეტაპებს:

  • სესხის მომთხოვნი პირი SMS კოდით უნდა დაეთანხმოს სესხის დარეგისტრირებას
  • ჩვენ მიერ გადაგზავნილ განცხადებას განიხილავს სესხის ოფიცერი
  • სესხის ოფიცერი უკავშირდება უშუალოდ სესხის მომთხოვნ პირს
  • არკვევს მიზნობრიობას და თავად ურჩევს მასზე მორგებულ სესხის ტიპს
  • მონაცემების დამუშავების შედეგად გაირკვევა, დამტკიცდება თუ არა სესხი

ზოგჯერ თავის გამოჩენა არც ისე ცუდია და შეგვიძლია, მომხმარებლებს სესხის ტიპზეც მივაწოდოთ ინფორმაცია. მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ ისარგებლონ ნებისმიერი ტიპის სესხით, რომელსაც კრედო ბანკი გასცემს.

აქ კი მათი ჩამონათვალია:

  • სწრაფი ონლაინ სესხი
  • სამომხმარებლო სესხი
  • რე-სტარტ სესხი
  • შეღავათიანი აგრო კრედიტი
  • ბიზნეს სესხი
  • სესხი საკრედიტო ინფორმაციის გასაუმჯობესებლად; ტურისტული ბიზნეს სესხი
  • სესხი განათლების დასაფინანსებლად
  • ავტო სესხი
  • იპოთეკური სესხი
  • აგრო სესხი

ძნელად მოსაძებნი იქნება ისეთი მომხმარებელი, რომლის საჭიროებების შესაბამის სესხის ტიპს ამ სიაში ვერ ვიპოვნით.

სტატისტიკურ მონაცემსაც გაგაცნობთ: ყველაზე პოპულარულია სწრაფი სესხები 1000-2000 ლარის ოდენობით.

ძვირფასო კრედოს პარტნიორებო, უკვე იცით, როგორ შესთავაზოთ მომხმარებელს პროდუქტი. მაგრამ სად არიან მომხმარებლები? როგორ დავამყაროთ მათთან კავშირი მარტივად? რომელია აქტიური ლოკაციები, სადაც ჩვენი სამიზნე აუდიტორია გვხვდება?

ამ ყველაფერზე შემდეგ სტატიაში მოგიყვებით კრედოს წარმატებულ პარტნიორებთან ერთად.