წარმატების ისტორიების მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა, ჩვენ კი განსაკუთრებით ის გვახარებს, რომ უკვე კრედოს პარტნიორებსაც დაუგროვდათ მსგავსი ისტორიები მოსაყოლად.

მათთვის, ვინც არ იცის, რას ნიშნავს კრედო პარტნიორი, გეტყვით, რომ ეს აპლიკაციაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლია შენს გარშემომყოფებს სესხის აღებაში დაეხმარო ყოველგვარი დამატებითი პასუხისმგებლობის გარეშე და პარალელურად შემოსავალიც გამოიმუშაო. სურვილის შემთხვევაში, დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ, რომ აქ გაეცნოთ. ჩვენ კი განვაგრძოთ.

დღეს გადავწყვიტეთ კრედოს ერთ-ერთი წარმატებული პარტნიორი, უჩა პირმისაშვილი, გაგაცნოთ.

თავისუფლად შესაძლებელია, რომ მისთვის არაერთხელ მოგიკრავთ თვალი ტელევიზორში, რადგანაც უჩა პროფესიით ჟურნალისტია, თანაც საკმაოდ გამოცდილი. იგი ტელეკომპანია იმედში მუშაობის პარალელურად  რადიო იმედის ჟურნალისტობასაც ითავსებს და ალბათ, მარტივი წარმოსადგენია, თუ რამდენად დატვირთული და დინამიურია მისი ყოველი სამუშაო დღე.

შეიძლება, ბევრ თქვენგანს გაუკვირდეს კიდეც, როგორ მოახერხა უჩამ, გამხდარიყო კრედოს პარტნიორი ან ძირითადი საქმიანობის პარალელურად წარმატებული პარტნიორის სტატუსი მიეღო.

დაახლოებით 1 თვის წინ იგი ჩვენს ერთ-ერთ ფილიალს ესტუმრა და პარტნიორობის საინტერესო შეთავაზებაც იქ მიიღო:

 

„კრედოს პარტნიორობა დამატებითი შემოსავლის მიღების კარგი საშუალებაა. ყველაზე მიმზიდველი ამ საქმეში კი ისაა, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით განსაზღვრავ, თუ როდის იმუშაო.“

 

კრედოს პარტნიორები სამიზნე აუდიტორიასთან საკომუნიკაციო გზებისა თუ სამუშაო ლოკაციის არჩევანში სრულიად თავისუფლები არიან. ამ შემთხვევაში, უჩამ გადაწყვიტა, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სწრაფად გავრცელების საუკეთესო საშუალება სოციალური ქსელები იყო.

 

„სამიზნე აუდიტორიას რაიმე კრიტერიუმით არ ვყოფ. უბრალოდ, ვცდილობ, გავესაუბრო ყველას, ვისაც კრედოს პროდუქტები აინტერესებს და შესაბამისად, სესხის აღებას გეგმავს. საკმაოდ ბევრი გამომწერი მყავს, ამიტომაც საკომუნიკაციოდ თავიდანვე სოციალურ ქსელები ავირჩიე. ყველაზე ხშირად კი ე.წ. სთორის ვდებ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინო ინფორმაცია.“

 

უჩას, ვთხოვეთ, რომ პირადი გამოცდილება გაეზიარებინა დამწყები და მომავალი პარტნიორებისთვის და დეტალურად მოეთხრო პროდუქტის შეთავაზებისა და განცხადების გაგზავნის სრული პროცესი. როგორც თავად გვითხრა, დაინტერესებულ პირებთან საუბარი საკმაოდ უშუალოდ და ბუნებრივად იწყება და მისალმების შემდეგ უკვე პროდუქტის შეთავაზების საქმიან ნაწილზე გადადის.

პირველ რიგში, უჩა ინტერესდება, არის თუ არა ეს ადამიანი კრედო ბანკის არსებული მომხმარებელი. თანხმობის შემთხვევაში ფილიალში კრედო ოფიცერთან ამისამართებს; მათთვის კი, ვინც ჯერ არ სარგებლობს კრედო ბანკის პროდუქტებით, კრედო პარტნიორის აპლიკაციაში მარტივ კითხვარს ავსებს და სულ რამდენიმე წუთში მოსაუბრეს აპლიკაციის ე.წ. სკრინშოტს უგზავნის, რომელზეც შემდეგი ტექსტი წერია: „განაცხადი გადაგზავნილია. კრედო ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ 2 სამუშაო დღეში. გისურვებთ წარმატებას!’’  ამის შემდეგ უშუალოდ ბანკის თანამშრომლები ერთვებიან სესხის განხილვის, დამტკიცებისა და გაცემის პროცესში.

ხშირ შემთხვევაში უჩას გამომწერები ზოგადი კითხვებითაც მიმართავენ, რომლებიც არ ეხება სესხის აღების პროცესს: „ასეთ დროს ვებ-გვერდზე ვეძებ ინფორმაციას ან ქოლ ცენტრში ვრეკავ, რომ მაქსიმალურად დავეხმარო მომხმარებლებს. ზოგჯერ, ვურჩევ, თავად მიიღონ საჭირო ინფორმაცია და კრედო ბანკის ცხელ ხაზზე ვამისამართებ.“

დღეისთვის მის ანგარიშზე 221 შევსებული განაცხადია. რა თქმა უნდა, დამტკიცებული სესხი შედარებით ნაკლებია, თუმცა დასაწყისისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი აქვს და 15 სექტემბერს კრედოს წარმატებულმა პარტნიორმა პირველი დამატებითი შემოსავალიც გამოიმუშავა. იქედან გამომდინარე, რომ კრედო პარტნიორი ახალი პროდუქტია, უჩას აზრით, გარკვეული დეტალები დასახვეწია და შესაძლებელია უფრო სრულყოფილი მომსახურების ჯაჭვის აწყობაც. ამაში ჩვენც ვეთანხმებით და სწორედ ამიტომ, უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას კრედოს პარტნიორებისა თუ კლიენტებისთვის კიდევ უფრო კომფორტული სერვისების შესათავაზებელად.

ეს წარმატებული პარტნიორობის მხოლოდ ერთი ისტორია იყო და სავსებით რეალურია, მომავალში უჩას ადგილას ნებისმიერი თქვენგანი აღმოჩნდეს. მთავარია, Credo Partner-ის აპლიკაცია გადმოწეროთ, ახალ საქმეს მონდომებითა და ინტერესით შეუდგეთ და შესაძლებელია თვის ბოლოს სასურველი ანაზღაურებაც დაინახოთ თქვენს პირად ანგარიშზე.

 

Credo Partner აპლიკაციის ბმული Android-ისა და IOS-ის სისტემის მომხმარებელთათვის:

ანდროიდი: გადმოწერა

აიოსი: გადმოწერა