ხშირად გვესმის კითხვა, როგორი უნდა იყოს გაყიდვების მენეჯერი და მაინც რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი?  პასუხიც ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია თუმცა, არის ძირითადი რაც, ნამდვილად ყოველთვის დასჭირდება კარგ გაყიდვების მენეჯერს.

1) ბუნებრიობა

ხშირად გაყიდვების მენეჯერები  ფიქრობენ რომ თუ პოტენციურ კლიენტთან გაითამაშებენ სპექტაკლს აუცილებლად გაყიდიან პროდუქტს. ეს ასე არ არის, ამ დროს მომხმარებელში უნდობლობის გრძნობა ჩნდება, ამიტომ გაყიდვების მენეჯერის ბერკეტი ბუნებრიობაა.

2) აქტიურობა

აქტიურობა და ინიციატის გამოჩენა, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

3) კომუნიკაბელურობა

ამის გარეშე, ნამდვილად ძალიან გაუჭირდება კარგ მენეჯერს. მას უნდა შეეძლოს ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა და მათი კეთილგანწყობის მოპოვება.

4) სიახლეების სიყვარული

მნიშვნელოვანია, მუდმივად გატესტო ახალ-ახალი სტრატეგიები, რადგან ზოგადი წესი პროდუქტის გაყიდვის არ არსებობს. სიახლეების სიყვარული, ძიების უნარი ნამდვილად მიგიყვანთ თქვენს უნიკალურ მეთოდთან და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

5) გაყიდვის უნარი

ერთია, როცა გასაყიდ პროდუქციას კარგად აღწერ, ხოლო მეორე როცა მომხმარებელს აჯერებ მისი ყიდვის აუცილებლობაში.  ეს ერთ-ერთი იმ უნართაგანია, რომელიც შეგიძლია გამოიმუშაო მუშაობის პროცესში.

6) კრიტიკის გვერდის ავლის უნარი

ნებისმიერ მომხმარებელს აინტერესებს  შესაძენი პროდუქციის ხარისხი,  მისი ყიდვისგან თავის ასარიდებლად ისინი იტყვიან: “მე ეს არ მჭირდება”, “მე ის არ მომწონს”, “ის  არც ისე კარგია” , გახსოვდეთ, რომ ამ დროს ის საკუთარ თავს მიმართავს და არა თქვენ!    გაყიდვების მენეჯერმა უნდა შეძლოს ამ ფრაზების გვერდის  ავლით  მომხმარებლის გადარწმუნება.   მას უნდა შეეძლოს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, ის კარგად უნდა ერკვეოდეს პროდუქციის დადებით და უარყოფით თვისებებში. მან დამაჯერებლად უნდა გასცეს პასუხი ყველა დასმულ კითხვას.

7) ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა

სხეულის ენის ცოდნა, მომხმარებლის შემდეგი ნაბიჯის ცოდნა,  მომხმარებლის შეფასება მისი ქცევის მიხედვით.

 

თუ გინდა გახდე გაყიდვების მენეჯერი და ჩამოთვლილი თვისებები გაქვს, ნამდვილად მიაღწევ წარმატებას არჩეულ საქმიანობაში.