უკვე თითქმის ერთი წელია მსოფლიოსა თუ საქართველოს მოსახლეობა ცოტა არ იყოს უცნაური რეალობის წინაშე დადგა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კვლავ გვესმის მაღვიძარას ხმა, ვდგებით, ვემზადებით და მივდივართ სამსახურში – სამსახურში წასვლის გარეშე.

დისტანციურად მუშაობის კულტურა ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურობაში უეცრად გაჩნდა.

პანდემიამ და ვირუსის გავრცელების საშიშროებამ პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგვაყენა და მალევე გავიაზრეთ, რომ დადგა დრო, როცა დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე სამუშაო სივრცეში ჯდომა შეგვეძლო ჩვენს საყვარელ ფუმფულა პუფში ჩაძირვით, კაფეში ფანჯრის მაგიდასთან თუ სკვერში ჩრდილქვეშ მოკალათებით ან ნებისმიერი სხვა ფორმით ჩაგვენაცვლებინა.

 

არჩევანი, თუ საიდან იმუშავებ საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია, თუმცა არანაკლებ მომხიბვლელია დისტანციურად მუშაობის უპირატესობების სიაც:

 

  • მოსახერხებელი გრაფიკი;
  • სამუშაო ლოკაციების მრავალფეროვნება;
  • უკეთესი „Work-Life“ ბალანსი;
  • მგზავრობაზე დაზოგილი დრო და თანხები;
  • ნაკლებად სტრესული გარემო;
  • გაზრდილი პროდუქტიულობა;
  • რამდენიმე სამსახურის შეთავსების შესაძლებლობა;

 

არ გეგონოს, რომ რამდენიმე სამსახურის შეთავსების შესაძლებლობა ასე უმიზეზოდ ვახსენეთ, თუმცა სანამ უფრო დეტალურად აგიხსნიდეთ ყველაფერს, გეტყვით, რომ, ჩვენი აზრით, ამ პერიოდში ორი მთავარი ცვლილება გახდა აშკარა: მეტი თავისუფალი დრო – ბოლოს და ბოლოს, სამსახურში წასვლის ვალდებულება აღარ გვაქვს – და დაუსრულებელი ონლაინ შეხვედრებისა და ზარებისა დამსახურებით ჩვენი კომუნიკაციის სპეციალისტებად (თუ ასეთი არსებობს) ჩამოყალიბება.

სწორედ რომ სულ ცოტა თავისუფალი დრო, კომუნიკაციის უნარები, დამატებითი შემოსავლის მიღების სურვილი და ზოგ შემთხვევაში (ზემოთ არა უმიზეზოდ ნახსენები) რამდენიმე სამსახურის შეთავსების შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რომ CREDO-ს პარტნიორი გახდეთ და კიდევ უფრო კარგად დაინახოთ დისტანციურად მუშაობის უპირატესობები.

იმას თუ რას ნიშნავს, CREDO-ს პარტნიორობა და საერთოდაც რა შუაშია დისტანციურ მუშაობასთან აუცილებლად მოგიყვებით მოკლედ, მაგრამ წინასწარვე გეტყვით, რომ თუ მეტი დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დეტალურ ინფორმაციას აქ გადაავლოთ თვალი.

მაშ ასე, CREDO-ს პარტნიორობა ნაწილობრივ ე.წ. „ფრილანსერობასაც“ წააგავს, რადგან მუშაობ ნებისმიერი ლოკაციიდან, რომელსაც თავად შეარჩევ, იღებ ხელფასს, მაგრამ არ ხარ კომპანიის სტანდარტული თანამშრომელი და შენი ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოზე.

ძირითადი საქმიანობის პარალელურად სურვილის შემთხვევაში შენი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით სულ რამდენიმე წუთში შეძლებ მეგობრების, ახლობლების, ნაცნობების ან თუნდაც სკვერში ჩრდილქვეშ შენ გვერდით მჯდომი ადამიანის სესხის მსურველთა რიგებში ონლაინ დარეგისტრირებასა და ყოველ დამტკიცებულ სესხზე 10 ლარის გამომუშავებას.

აი, ასე მარტივად ეს მხოლოდ ერთი მაგალითი იყო, იმისა თუ რატომ შეიძლება დისტანციურად მუშაობა არა მარტო კომფორტული, არამედ მომგებიანიც კი იყოს.

რა თქმა უნდა, ყველა მიზეზის ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ ასეა თუ ისე, ერთი რამ აშკარაა – 2020 წელმა სრულიად მოულოდნელად მუშაობის ტრადიციული გარემოს საინტერესო და მრავალფეროვანი ალტერნატივა შემოგვთავაზა.

განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც სამსახურისგან მაქსიმალურის მიღებას ცდილობს, ნაკლებად ხიბლავს რუტინა, ოფისის 8 საათიან სამუშაო გრაფიკს თავისუფლება და იმის ცოდნა ურჩევნია, რომ დამატებითი შემოსავლის გამომუშავება ნებისმიერ წუთასაა შესაძლებელი.