კრედო ბანკის საახალწლო აქცია, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო, დასრულდა. „კრედო პარტნიორებს“ დამატებითი შემოსავლის გამომუშავებასთან ერთად ქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ სასიამოვნო საჩუქრები.

ბანკისგან განსაკუთრებული საჩუქარი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელიტ ელექტრონიქსის“ – 1000 ლარიანი ვაუჩერი ყველაზე მეტი დამტკიცებული განაცხადის მქონე აგენტს გადაეცა, ამასთან, ნოემბრის თვეში ყველა პარტნიორმა მიიღო გაორმაგებული ბონუსი – ერთეულ დამტკიცებულ განაცხადზე სტანდარტული 10 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.

 

ხატია სარია (აქციის გამარჯვებული) – ,,ძალიან მიხარია რომ  ჩემმა შრომამ  შედეგი გამოიღო, საჩუქრების ჩამონათვალიდან შევარჩიე „ელიტ ელექტრონიქსის“ – 1000 ლარიანი ვაუჩერი. სიმართლე გითხრათ გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა, რადგან არასდროს არაფერი მომიგია ასეთ აქციებში და ცოტა სკეფტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა  ამასთანავე, ვფიქრობ, ჩემი წვლილიც დიდია გამარჯვებაში, რადგან აქტიური ვიყავი მთელი ამ დროის განმავლობაში გაყიდვების კუთხით ბევრს ვმუშაობდი და ვმუშაობ ახლაც, სესხს ვთავაზობ მომხმარებლებს სოციალური ქსელების დახმარებით, პირადი კონტაქტებით, ვიყენებ ყველა საშუალებას, რაც გაყიდვების გაზრდაში დამეხმარება. მიზანდასახული ვარ და მინდა კარიერული წინსვლა. ყველა პარტნიორს ვურჩევდი მომხმარებელს სწორად მიაწოდოს ინფორმაცია კრედოს თითოეულ პროდუქტზე, გარკვევით, მარტივად და გასაგებად. სწორი კომუნიკაციით აუცილებლად მიაღწევთ თქვენს მიზნებს. “